ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
29-ე ყრილობაზე, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში" ცოტა ხნის წინ დასრულდა, კობიაშვილმა, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, ხმების 100% მიიღო - მას მხარი 28 დელეგატმა დაუჭირა.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ყრილობაზე დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.