პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის მორიგ 5 ფაქტზე დაასრულა გამოძიება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 5 დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენა.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა “მერსედეს-ბენც ML 350” და “ჰიუნდაი სონატა”-ს მარკის ა/მანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. ხსენებული ა/მანაქანები, 2010-2011 წლებში, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.
გარდა ამისა, დაზარალებულ ივანე მახარაშვილს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გადაეცემა სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაზარალებულს უკანონოდ დაათმობინეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ.
პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლადშექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.