„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თიბისი ბანკთან დაკავშირებულ პროცესებს ეხმაურება. უგულავა დარწმუნებულია, რომ საქმე ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს შეეხება. როგორც მან „რუსთავი 2"თან საუბრისას განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი იმუნიტეტი უნდა მოითხოვს.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მასშტაბური რეიდერული თავდასხმა და ყველაზე მსხვილი ოპერაცია მსხვილი აქტივის „ახევის“ მცდელობა.
იმისგან დამოუკიდებლად, რას იტყვის მამუკა ხაზარაძე, ან რას გააკეთებს, ივანიშვილი, რაც აქვს გეგმა, იმას აუცილებლად გააკეთებს. დაუწვება - მაინც გადაუვლის, მადლობას ეტყვის - მაინც გადაუვლის, ჩხუბს დაუწყებს - მაინც გადაუვლის.
ხაზარაძე უნდა გამოვიდეს და მოითხოვოს საზოგადოებრივი იმუნიტეტი. ამ იმუნიტეტისთვის საჭიროა თქვას, რატომ ართმევენ ბანკს და რატომ აჩერებენ ანაკლიის პროექტს. ივანიშვილთან ბრძოლაში, არის ბრძოლა, მეტი იმუნიტეტი არ არსებობს", ამბობს გიგი უგულავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.