[ვიდეო] რა უთხრა თეთრ სახლში ტრამპს და როგორ დაიწყო 2 ძროხით ბიზნესი ქართველმა ფერმერმა ქალმა ნინო ზამბახიძემ
15-02-2019, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი ბიზნესი უკავშირდება 2 ძროხას, რომლითაც დავიწყე რეალურად, თუმცა გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ მე ბანკისთვის არ ვიყავი მიმზიდველი იქიდან გამომდინარე, რომ ვიყავი ქალი“ - უთხრა ქართველმა ფერმერმა ქალმა ნინო ზამბახიძემ „ამერიკის ხმას“ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

 


„ჩემი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება 2007 წლიდან, როდესაც მე გადავწყვიტე წავსულიყავი სოფელში ერთი მიზეზის გამო. როდესაც ვნახე რა ხარისხის პროდუქცია წარმოებდა სოფლებში, გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც ოჯახური ტრადიციების პროდუქცია გადავიდოდა ინდუსტრიაში. ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა“ ახორციელებდა საქართველოში პროექტს, რომელიც ეხმარებოდა მეწარმე ადამიანებს სოფლის მეურნეობაში განევითარებინათ თავიანთი მეურნეობა და არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ, არამედ ასევე ტექნიკური მხარდაჭერაც, რაც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი მიტოვებული იყო და შესაბამისად, სთანადო განათლებაც ძალიან რთულად ხელმისაწვდომი იყო.

 

 

 

 

რა პროექტებსაც ამერიკის სახელმწიფო ახორციელებს საქართველოში, ეს არის გადასახადის გადამხდელების თანხა და მათ უნდა იცოდნენ რაში მიდის მათი თანხები. მათ უნდა იცოდნენ, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლის ცხოვრებასაც უკეთესობისკენ ცვლიან და მთელ მსოფლიოს, ბევრი, ათასი ნინო ჰყავს იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ როგორც მე ვარ ბენეფიციარი, ასევე არიან ისინიც, უბრალოდ მათ არ აქვთ საშუალება იმისი, რომ ჩამოვიდნენ და თეთრ სახლში ილაპარაკონ ამაზე“, უთხრა „ამერიკის ხმას“ ნინო ზამბახიძემ.

 


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ქალ ლიდერებს, მათ შორის ქართველ ფერმერ ქალს, ნინო ზამბახიძეს გასულ კვირას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი