მე დღესაც მიკვირს, ქვეყანას ნინო ბურჯანაძის პერსონა და გამოცდილება რომ არ დასჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბო ჰყავს პარლამენტში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ.
„ნინო ბურჯანაძის პოზიცია არის ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული. მე დღესაც მიკვირს, ქვეყანას ნინო ბურჯანაძის პერსონა და გამოცდილება რომ არ დასჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბო რომ ჰყავს პარლამენტში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ბურჯანაძე არის პრაგმატული ადამიანი, მაღალი კლასის პოლიტიკოსი, წარსულზე ის არ ისაუბრებს, ის იყურება მომავლისკენ", აცხადებს გუბაზ სანიკიძე, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.