საქართველოს თავდაცვის ძალებს 175 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი კრწანისის მხარდამჭერი ცენტრის სამწყობრო მოედანზე დადეს.
ჯარისკაცებს ქართულ ჯარში გაწევრიანება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა.
თავდაცვის უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედროები დღეიდან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში - აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობაში გადანაწილდებიან და სამშობლოსთვის მსახურს გააგრძელებენ.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი სრულყოფილი კურსი უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. მომზადების განმავლობაში ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.