„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის მიერ დაწყებულ დავას ხაზარაძისა და კვირიკაშვილის მიერ ანაკლიის პორტისადმი არსებულ ინტერესებს უკავშირებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი Facebook-ზე აქვეყნებს ფოტოს სათაურით - „ანაკლია: ძაღლის თავს მარხავენ! (ღიმილის სიმბოლო)“ - რომელზეც ჩანან: ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
გოცირიძე ამბობს, რომ „ამ ფოტოშია მოვლენების გასაღები“.
ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ ხუთი მოხსნილი ადამიანი, აქედან ოთხი მინისტრი და ერთი თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ამ ფოტოშია მოვლენების გასაღები“, წერს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.