ეკონომიკის მინისტრი თიბისი ბანკის საქმეზე: მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა
15-02-2019, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას არ განიხილავს, როგორც ბიზნესზე ზეწოლას.

 


„აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული ბრალდებები და ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამიტომაც, ამაში უნდა დეტალურად გაერკვეს ისევ და ისევ ის ორგანოები, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს ამ ვითარებაში გარკვევა. ამაზე მეტს სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა", განაცხადა ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი