ხუთი ადამიანია მოკლული და რამდენიმე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის შტატ ილინოისის ინდუსტრიულ პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა პარასკევს, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე ცეცხლი გახსნა, იტყობინება პოლიცია.
პოლიციის ოფიცრებთან ურთიერთსროლებისას ასევე მოკლულია შეიარაღებული მამაკაციც. ცეცხლსასროლი იარაღით 5 პოლიციელია დაჭრილი.
სროლები ჩიკაგოს დასავლეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით მდებრაე გარეუბანში, სამრეწველო კომპანია „ავრორაში“ მოხდა.
პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა დაასახელა. ის 45 წლის გარი მარტინია, რომელიც კომპანიის თანამშრომელი იყო, თუმცა გავრცელებული ცნობით, ის თავდასხმამდე სამსახურიდან დაითხოვეს.
პოლიციის ოფიცრებმა დანაშაულის ჩადენის მოტივზე ვარაუდების გამოთქმაზე უარი განაცხადეს, მაგრამ როგორც გაზეთი „Chicago Sun-Times“-ი იტყობინება, ოჯახი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გაშვების გამო „სტერსის ქვეშ“ იმყოფებოდა.
ინციდენტი „ჰენრი პრატის კომპანიაში“ მოხდა - წარმოებაში, რომელიც წყლის მსხვილი მილებისთვის სარქველებს ამზადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.