საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
16-02-2019, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა.

 

 

ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

 

 

პრეზიდენტმა დუკანოვიჩმა საქართველოს მთავრობის მეთაური მონტენეგროში მიიწვია.

 

 

„პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე პრემიერ-მინისტრი მონტენეგროში მივიწვიე, მანაც დამპატიჟა თბილისში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა ასევე შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი მაინც ეკონომიკური თანამშრომლობაა. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება, კერძოდ ტურიზმის და ეკონომიკის სფეროებში და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო არის მონტენეგროს მეგობარი ქვეყანა და მონტენეგროც საქართველოს მეგობარია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მნიშვნელოვან ურთიერთობებს და ორმხრივ თანამშრომლობას", განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი