დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მამა გიორგი მამალაძის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება - ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება ეს მღვდელი თუ მღვდელმთავარი, შეუძლია, რომ აზიაროს
16-02-2019, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, „მატროსოვის ციხიდან" კლინიკაშია გადაყვანილი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა.

 


დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექიმების თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 


„მე ველოდებოდი, უფრო ისეთი სურათი იხატებოდა, რომ მეგონა, ვითარება გაცილებით მძიმე იყო. საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას, როგორც საშუალოს, თუმცა, წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ, როგორც მძიმეს", აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

მისივე თქმით, მამა გიორგის ზიარების შეფერხება „არანაირად არ ხდება".

 

 

„მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად, რომ აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან, მისი აღსარებიდან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა არ არის. ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება ეს მღვდელი თუ მღვდელმთავარი, შეუძლია, რომ აზიაროს", განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი