„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად საზღვარგარეთ“, - ამ სიტყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან შეხვედრისას ქართველ სამხედროებს მიმართა.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობის.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად საზღვარგარეთ. თქვენმა დაძაბულმა შრომამ, თავგანწირვამ ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო. მე პირადად ძლიერ ვამაყობ თქვენით, თქვენი ღვაწლით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თქვენს მზაობას, სიმამაცეს, პროფესიონალიზს, ერთგულებას. საქართველო, აქედან გამომდინარე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობის. ჩვენი სამხედრო ოპერაციები ცენტრალურ აფრიკაში ქმნის უსაფრთხოებას, ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, ეხმარება იმას, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმათთან, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება იგი.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით უსაფრთხოების საბჭოს მანდატით და ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ჩარჩოებში. საქართველოს მონაწილეობა მეორე ყველაზე დიდი ოპერაციაში გახლდათ წინაპირობა საქართველოს წარმატებისა. მივესალმები თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილებას ჩართული იყოს სწრაფი რეაგირების ჯგუფში ცენტრალურ აფრიკაში. ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანს ვაღწევთ ევროპული, გლობალური თანამშრომლობის, სოლიდარობის სულისკვეთებით. მე თქვენს წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ ძვირფასო მეომრებო”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.