რომან გოცირიძე: „ივანიშვილმა 100 დეპუტატისა და მთავრობის თანდასწრებით კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ თურმე ხაზარაძე აფინანსებდა ქუჩის აქციებს რუსთაველზე, რაც აბსურდია... მომენტალურად განადგურებული იქნა კვირიკაშვილის გუნდი“
17-02-2019, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მამუკა ხაზარაძისადმი „ერთ-ერთი ეჭვიანობის მომენტი ესეც [პოლიტიკაც] იყო, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ 100 დეპუტატისა და მთავრობის თანდასწრებით კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ თურმე ხაზარაძე აფინანსებდა ქუჩის აქციებს რუსთაველზე, რაც აბსურდია რა თქმა უნდა, და დაადანაშაულა ამ აქციების დახმარებასა თუ თანაგრძნობაში“, განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 


როგორც მან აღნიშნა, „ივანიშვილის ინტერესები ანაკლიაში, საფინანსო სექტორში, პოლიტიკურ ნაწილში არ დაემთხვა ამ ადამიანების [კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე...] ინტერესებს და მომენტალურად განადგურებული იქნა კვირიკაშვილის გუნდი“.

 


„რა თქმა უნდა ანაკლიის პროექტში თუ რომელი ინვესტორი მიიღებდა მონაწილეობას, ამას წყვეტდა პირადად ბიძინა ივანიშვილი, მნიშვნელობა არ აქვს იქნებოდა მაშინ ის პრემიერ მინისტრი თუ იქნებოდა არაფორმალური მმართველობის რეჟიმში, მის გარეშე ანაკლიაში ინვესტორი ვერ შემოვიდოდა. მაგრამ იმ მომენტში მან ჩათვალა, რომ ანაკლია კვირიკაშვილის მეშვეობით იქნებოდა გაკონტროლებული მის მიერ და თავდაპირველად მას მიაჩნდა მამუკა ხაზარაძე და მისი ჯგუფი იმ ინვესტორად, რომელშიაც აისახებოდა მისი პოლტიკური და ფინანსური ინტერესები, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს მთლად მასე არ არის და საბოლოოდ მან დაიწყო ეჭვიანობა იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილს შეეძლო ცალკე პოლიტიკური თამაში, მათ შორის მამუკა ხაზარაძესთან ერთად.

 


ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ეს დაახლოებით იმ დატვირთვისაა, რა როლიც ითამაშა საქართველოს ისტორიაში ბაქო-თბილისი ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენებმა. ეს მილსადენები იყო უკვე საქართველოსადმი რეალური ყურადღების გამახვილებისა და რეალური ინტერესის გაჩენის საბაბი და საქართველოს ფაქტობრივად, დასავლეთისა და ამერიკის ფარი გადაეფარა, ქოლგა შეიქმნა, არა მხოლოდ რაღაც გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ წმინდა ეკონომიკური და რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ასეთი დატვირთვა აქვს ანაკლიის პროექტს. ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესები რეგიონში... ანაკლიის პროცესი ეს არის რუსული ინტერესების სერიოზული ასახვა და ანაკლიის პორტი რუსეთისათვის არის ლახვარი რეგიონში და შავ ზღვაზე და მე ვერავინ ვერ გადამარწმუნებს იმაში, რომ რუსეთს, ის პროცესები რაც ახლა მიდის, არ სიამოვნებს და შეიძლება მისი მონაწილეობითაც კი ხდება.

 


მეორე მხარე არის თავად საფინანსო მხარე, „თიბისი ბანკი“, რომელშიაც სერიოზული როლი უჭირავს, 20%-ამდე აქვს მამუკა ხაზარაძეს და რომელიც არის ამ ბანკის შემქნელი და შემოქმედი და მისი ჩამოცილებით საფინანსო სექტორშიაც მარტივად მოახდენდა გავლენაზე თავისი ინტერსების დამყარებას, იგივე „ლიბერთი ბანკი“ იქნება, „ქართუ ბანკი“ იქნება თუ თუნდაც არც ერთი ბანკი არ იქნება, მაგრამ დღეს მას ასეთი ავტორიტეტული, და მას ზურგს უმაგრებს „ჯიპი მორგანი“ და ამერიკული სხვა ბანკები თუ კომპანიები, თიბისი ბანკისადმი დიქტატის დამყარების რესურსები ნაკლები აქვს. „საქართველოს ბანკი“ ნაწილობრივ ჯიბეში ჩაიდო, გილაურის ასე ვთქვათ, მოთვინიერება მოახერხა“, განაცხადა გოცირიძემ და დაამატა, რომ ივანიშვილს ხაზარაძის პოლიტიკური აქტოვობებისადმი ეჭვიანობაც გააჩნდა.

 


„ერთ-ერთი ეჭვიანობის მომენტი ესეც იყო, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ 100 დეპუტატისა და მთავრობის თანდასწრებით კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ თურმე ხაზარაძე აფინანსებდა ქუჩის აქციებს რუსთაველზე, რაც აბსურდია რა თქმა უნდა, და დაადანაშაულა ამ აქციების დახმარებასა თუ თანაგრძნობაში. ამიტომ დახლოებით 8 თვის განმავლობაში და მამუკა ხაზარაძის განცხადებაში თვეც გამოყოფილია და ანაკლიაც არის ნახსენები, დახლოებით 8 თვის განმავლობაში მიდიოდა ზეწოლა, რომ მამუკა ხაზარაძეს დაეთმო ბანკი, აიძულებდნენ გაეყიდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქციები. წარმოუდგენელი რამ არის. ბანკი, რომლის აქტივები მილიარდნახევარია, რომელიც მსოფლიო ბირჟაზე არის გასული... მესაკუთრეს ართმევენ საკუთრების უფლებას და ამაში სამარცხვინოდ, სამარცხვინოდ მონაწილეობდა ეროვნული ბანკი. მოტივი, როგორ შეიძლება ახსნას ეროვნულმა ბანკმა. 11 წლის წინანდელი საქმე ამოქექეს. მათი ახსნა იქნება ელემენტარული, რომ ან ივანიშვილი ან ეროვნული ბანკი თურმე ზრუნავს საბანკო სისტემის სიწმინდეზე და რაღაც გადაცდომა არ აპატიეს, რომელიც მოხდა 11 წლის წინ. ანუ მოტივი არის ფინანსური სისტემის გაჯანსაღება. არა თუ გაჯანსაღება, საშინელ რყევას გამოიწვევს თუ ეს დროზე არ შეჩერდა. ეროვნული ბანკი არის ფაქტობრივად ფეხქვეშ ამოდებული მთავრობის მიერ. პირადად, გახარია აწარმოებდა მოლაპარაკებებს, როგორც ამბობენ, გვენეტაძესთან. გვენეტაძე იყო გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებისა ხაზარაძის წინააღმდეგ და ალბათ, ადრე თუ გვიან ამას ხაზარაძე იტყვის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორი ვიცე-პრეზიდენტი ფაქტობრივად არის მარიონეტები ივანიშვილის და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. დვალიშვილის შემდეგ გავიდა 25 წელი და ეროვნული ბანკი ასე დაბეჩავებული და ასე მორჩილი არ ყოფილა არასდროს და ეს არის ძალიან სავალალო ფაქტი, სამწუხაროდ“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი