მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საჯარო სკოლა აშენდება
17-02-2019, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში, ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. საჯარო სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე.

 


პროექტის ღირებულება შეადგენს 1 298 588 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდარვა) ლარს.

 


პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 


სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. უცხოური საწარმოს ფილიალი „კლასიკ-სტროი“ შეასრულებს (ტენდერის განცხადების ნომერი NAT180014424). ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 31.10.2018 - 31.12.2019 წ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. შენობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასრუქტურით (წყალი, შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, გარე განათება). შენობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილით და პანდუსით.

 


სამშენებლო კომპანია ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმები. ასევე გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა სვანეთის კლიმატთან. მშენებლობისთვის გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი