ნოდარ ხადური „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის" თემაზე ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობდა
21-07-2015, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში" დღეს გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები"

 
ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და GIZ-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ გახსნეს.

 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 5 წელია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა ემსახურება საჯარო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად და პროდუქტიულად განკარგვა.


შიდა აუდიტის სუბიექტების მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა.

 
კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურების განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში განხორციელდა.

 
კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია" და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო".

 
ამ კუთხით, ჰარმონიზაციის ცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერა გაუწიეს GIZ-ის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. მათი დამტკიცება იგეგმება მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტორების მიერ მოხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება-შეფასება.

 
შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეფორმის მიმდინარეობისა და გამოწვევების შეახებ.


კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შიდა აუდიტორებს და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს.


კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრისა მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო აქტები: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია" და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო".

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი