​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო
17-02-2019, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.
 

 

ტაძრის წინამძღვარმა, მამა არჩილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ბავშვობაში, სალომე ზურაბიშვილი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში და მგალობელთა გუნდში გალობდა. მან პრეზიდენტს საკუთარ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.
 

 

"ჩვენ ვიმყოფებით ქართული ემიგრაციის ეკლესიაში, რომელიც ლევან ზურაბიშვილის, იოსებ კემულარიას და ილამაზ დადეშქელიანის დაფუძნებულია. ჩვენი სალომე დადიოდა აქ ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ გალობდა გუნდში, ბევრი ასეთი შინაურული მოგონებები გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისი საქმიანობით ევროპასთან და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ წინსვლასა და წარმატებებს მიაღწევს. ამ იმედით ვლოცულობთ მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა მამა არჩილმა.

 

 
პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის დაარსდა, რომლებმაც 1921 წელს რუსული ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთს შეაფარეს თავი. წმინდა ნინოს მრევლისათვის პარიზში წირვა-ლოცვა 1944 წლიდან დაქირავებულ შენობებში აღევლინებოდა, 1973 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, პარიზში მოხერხდა ადგილის შეძენა და საფრანგეთსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით სამლოცველოს მოწყობა.

 

 
1990-იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი ღვთისმსახურების ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტიუს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი