„საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში?“ - ეკითხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ მეშვეობით ნიჰილიტურად განწყობილ ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც ამერიკაში გავლილი გენეტიკური ტესტის შედეგები გამოაქვეყნა და თავადვე პასუხობს:
„განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა - აბა,თქვენ თავს დაუსვით კითხვა, საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა ქართველმა სომხებმა. იმიტომ, რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი... ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი... მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, მათ ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს, ყველაზე ქართველად დავრჩები.
უახლოეს ისტორიაში არავის გაუკეთბია იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის. და ამიტომ, მადლიერმა ხალხმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მაინც მოგვცა ხმა“, წერს სააკაშვილი.
„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული“ - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში“, განაცხადა უფრო ადრე მიხეილ სააკაშვილმა.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.