პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მოუწოდებს გარკვეულ ჯგუფებს შეწყვიტონ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან „გმირის“ შექმნის მცდელობა, რადაგან მისი შეფასებით, „არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს“.
„მოკლედ, ერთი წელია ვუყურებ ამ პროცესს და ხმა არ ამომიღია, არც ეხლა ვეხები მის მონაწილეობა-არმონაწილეობას „ციანიდის საქმეში“, რადგან მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველასგან ცრუ გმირებს ვქმნიდეთ: ამოვიდა ყელში! ის რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს, ის არის, რომ არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს: თავისუფლების შეზღუდვის გამო კი, რა თქმა უნდა.
ძალიან მოკლედ: რამდენიმე წლის წინ ჩვენს სასტუმროში ულამაზესი ცისფერი ანაფორით (თავიდან მხოლოდ ანაფორის უჩვეულო ფერმა მიიქცია ყურადღება) ახალგაზრდა მამაო შესახლდა საკმაო ხნით. ისე გავიდა მისთვის განკუთვნილი დღეები, რომ ახალგაზრდა მამაო ცოცხალი თავით ფულის გადახდას არ აპირებდა, რომ არა თანამშრომლების მოხერხება: ცოტა ხნით მამაო სასტუმროდან გასულად დაიგულეს და მის თანმხლებ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს პასპორტი გამოართვეს, რის გარეშეც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა და მხოლოდ ამ გზით მიიღო სასტუმრომ კუთვნილი ანაზღაურება. არავისი საქმე არ იყო ეს, რომ არა მისგან ყალბი გმირის შექმნის და საზოგადოებისთვის შეტყუების დაუსრულებელი მცდელობა. არანაკლები მორალურ-ზნეობრივი „ავტორიტეტით“ სარგებლობს ის ბათუმშიც. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, აღადგინეთ სამართლიანობა მის საქმეში, თუ აღსადგენია, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან „გმირის“ შექმნის მცდელობა!“ წერს ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.