16 თებერვალს, მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი სამთო–სათხილამურო სპორტში.
ტრადიციად ქცეული ტურნირი, უკვე მეხუთე წელია რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით.
შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა.
„თეზოს თასი 2019“ –ის მხარდამჭერებმა ტურნირში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.