ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს
18-02-2019, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაბა ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს.

 

 

თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს სამი კვირის განმავლობაში თხილამურებით ტექნიკურ სრიალს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, ზვავის დროს დაშავებულის ძებნა-აღმოჩენას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ორგანიზებულ ევაკუაციას შეასწავლიან.

 

 

მსმენელები კურსის განმავლობაში რთულ კლიმატურ პირობებში, უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილების უნარ-ჩვევებსაც დახვეწენ. ტესტირების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი