„საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს“ - საინიციატივო ჯგუფი ილია მეორეს მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების აქტის გამოცემისთვის, პრეზიდენტთან უშუამდგომლოს
18-02-2019, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - „დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს.

 


დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებამდაცველებმა მიმართვა მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენეციაზე გააცნეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს სთხოვს, უშუამდგომლოს დეკანოზს პრეზიდენტთან მისი შეწყალების აქტის გამოცემის თაობაზე.

 


„საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს, მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისთვის რათა ოჯახსა და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს", აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი