დავით სერგეენკომ კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა - „მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, მიმდინარეობს მისი წარმოშობის მიზეზების გარკვევა“
18-02-2019, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.

 


როგორც მინისტრმა დეკანოზის პალატაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და სასულიერო პირს შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შედგა საუბარი.

 

 

დავით სერგეენკოს თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღენიშნება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, თუმცა კონტაქტური და ადეკვატურია.

 

 

„ჩატარდა რამდენიმე კვლევა. უახლოესი საათების განმავლობაში იქნება უკვე გაშლილი სახით შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.... მიმდინარეობს ნევროლოგიური სიმპტომატიკის წარმოშობის მიზეზების გარკვევა... სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ, რომელიც დეკანოზის გარდა, მის მკურნალ ექიმსა და ექიმ-სპეციალისტებსაც შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი