წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს შსს-ს ერთობლივი ინიციატივით, წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე 4 ჭკვიანი და 2 გარე სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდა.
„წყალტუბო-ქუთაისის გზაზე კამერების დამონტაჟების აუცილებლობის საკითხი წლების მანძილზე იდგა, შ.ს.ს-თან თანამშრომლობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ გზაზე ჭკვიანი და გარე სამეთვალყურეო კამერების განთავსებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. კამერების დამონტაჟება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს“, აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, როგორც ამას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური იტყობინება.

კამერები დამონტაჟებულია: ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, - ქუთაისიდან, (ჯავახიშვილის ქუჩიდან )- ქალაქ წყალტუბომდე, - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
ჭკვიანი და გარე სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა ასევე ქვიტირი- ფარცხანაყანევის ავტომაგისტრალზე - რესტორან ,,ამირანთან“ (ქვიტირი) და პოლიციის განყოფილებასთან (ფარცხანაყანევი).
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.
დღეიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.