ფადი ასლი: ივანიშვილი ანაკლიის პორტს ან საერთოდ გააჩერებს ან შეეცდება დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები - მას სურს, ხელში ჩაიგდოს პორტი და ბანკი
18-02-2019, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ფადი ასლი ამბობს, რომ ივანიშვილს ორმხრივი ინტერესი აქვს - ხელში ჩაიგდოს ერთი მხრივ ანაკლიის პორტი და მეორე მხრივ - თიბისი ბანკი.

 

 

„ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს თიბისი ბანკი და ანაკლიის პორტი. თიბისისთან დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით. ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს, ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს და დაზვერვის გაერთიანება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი - პირველი - ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, მეორე - ივანიშვილი შეეცდება დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში. მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ. როდესაც რამე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ საქმეა აღძრული, თავს შეიკავებენს საქმის დაჭერისგან", განაცხადა ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი