საქართველოს პრეზიდენტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას 2016 წლისთვის ითხოვს
22-07-2015, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაა, ხოლო საკითხის 2020 წლისთვის გადადებაზე ასე პასუხობს: "რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი".


"ქართული ოცნების" საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეგვექმნა. ამას ვამბობდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში. მეტიც, არაერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც დღეს უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში. ასევე არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული აქვთ თავიანთი პოზიცია.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თვალსაზრისით შექმნა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ფორუმი, რომელმაც მათ საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია და ხედვა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად", - განაცხადა მარგველაშვილმა.


ქვეყნის პირველი პირის თქმით, ჩვენი დემოკრატიის წინაშე უფრო დივერსიფიცირებული სათამაშო მოედნის შექმნის ამოცანა დგას.


"მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში მდგომარეობს. ქართული დემოკრატია ვერ იქნება ბოლომდე სტაბილური, თუ ჩვენ პარლამენტში არ გვეყოლება ძლიერი პოლიტიკური პარტიები - არა მარტო სამთავრობო, არამედ ოპოზიციური. მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც სწორედ იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბევრად უფრო კომფორტულ სათამაშო მოედანს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოში პოლიტიკური პარტიები კი ის სტრუქტურებია, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ლიდერები, გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ სტაბილურად ქვეყანა ვითარდება, როდესაც არსებობენ სტაბილური პოლიტიკური მოთამაშეები და ამომრჩეველი ირჩევს არა ერთს გადამრჩენლად და "ვნახოთ რა მოხდება", არამედ თავისთვის შესაფერის პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს მის ინტერესს პარლამენტში. ასე რომ, საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გააძლიერებს და შესაძლებლობას შეუქმნის პოლიტიკურ ძალებს უფრო სტაბილურ ვითარებაში, არა გადამრჩენელი და დამანგრეველი, არამედ "მოდი ავირჩიოთ რომელი ჯობია" ვითარებაში გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება.


ახლა ჩვენი დემოკრატიის წინაშე უფრო დივერსიფიცირებული სათამაშო მოედნის შექმნის ამოცანა დგას. ამ მოედანზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომელიმე ძალამ მოიგოს, მაგრამ დასჭირდეს სხვასთან პარტნიორობა იმისთვის, რომ შექმნას უმრავლესობა. ეს ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესია და მე სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის იმედი მაქვს საქართველოში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი