ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი განცხადებაზე - რომ მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“ - დამატებით განმარტებას აკეთებს
18-02-2019, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტავს.

 

 

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, მისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი აპირებდა შეწყლებას, რასაც მიესალმებოდა ეკლესია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავა - ეს მისივე ვარაუდია.

 

 

„მე გამოვთქვი ვარაუდი. მე არ ვამბობ, რომ მე ვიცი ეს საკითხი როგორი იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება. მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე - რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი", ამბობს მეუფე დანიელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი