დუშეთის მუნიციპალიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის კანცლერის ალგრიდას სტონჩაიტისის ხელმძღვანელობით ესტუმრა
18-02-2019, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის კანცლერის ალგრიდას სტონჩაიტისის ხელმძღვანელობით, 17 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

 


მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში დანერგილი პრაქტიკების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მათ ასევე განსაზღვრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული პროექტები კულტურისა და ტურიზმის სფეროში.

 


ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბაზალეთის ტბა და ანანურის სამონასტრო კომპლექსი.

 


შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიეტუვის მთავრობის კანცლერის მოადგილე ალმინას მაჩიულისი, ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩესლოვას მულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გედიმინას მიშკნისი, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის ჯგუფის მთავარი მრჩეველი გოდა ალექსიატე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

 


ვიზიტის დასასრულს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს მიულოცა ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101 წლისთავი და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 


ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი