მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელისთვის თბილისში ვიზიტისას გადაცემული მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ დრეზდენის გალერეაში განთავსებას დაესწრო
18-02-2019, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

 

 

დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის - კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

 

 

“დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ტილო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვენი მოქალაქის კერძო საკუთრებაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა. კერძო კოლექციონერმა გამოიჩინა კეთილი ნება, გადმოგვცა ეს ფერწერული ტილო და ქალბატონი კანცლერის საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. აღნიშნული ნახატი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ დრეზდენის სამუზეუმო სივრცეებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ, ეს ტილო კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგრძობს, იყოს თქვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ამავე დროს, დღევანდელი დღე ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითია”, - განაცხადა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანია განვითარების ყველა ეტაპზე მუდამ საქართველოს გვერდით დგას, იქნება ეს პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, სამართლებრივი, კულტურის თუ განათლების სფეროები.

 


“მსურს, გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველო თავისი წარსულითა და კულტურით ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად წარმატებით დაასრულებს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მყარი ნაბიჯებით სვლას და დაუბრუნდება თავის ისტორიულ ევროპულ ოჯახს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დღევანდელი დღე არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ყველას გილოცავთ”, - მიმართა პრემიერმა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას.

 


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. მათიას როსლერმა მამუკა ბახტაძეს წლების წინ დაკარგული ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ მნიშვნელოვან დადასტურებად შეაფასა.

 


ცერემონიაზე ფერწერული ტილოს ისტორიაზე ისაუბრეს მუზეუმის ხელმძღვანელებმა და აღნიშნეს, რომ დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

 


ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი