მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის მხრიდან ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ "კატეგორიულად უარყოფს ასეთი ფაქტის არსებობას“
18-02-2019, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან ფულის გათეთრების მუხლით დაწყებულ გამოძიებას, კატეგორიულად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა სახის დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის ასეთი დანაშაული არარსებობაზე განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.

 

 

„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი, ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანადელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკაზე.

 


რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთანაც კი, კავშირი არ აქვს. მზად ვართ, იურიდიული დასკვნა და ასევე 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და სხვა შესაბამის პირებს.

 

 

ასევე დავამატებ, ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეული იქნას, თქვენ მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს", განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი