საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი დნმ-ის ტესტის გამოქვეყნების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოს აეროპორტიდან ეხმაურება და „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ამ ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა ადამიანს და ამერიკაში ამას ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება, მათ შორის პოლტიკოსებიც აკეთებენ „და არავის ეს არ ეთაკილება“.
„მოგესალმებით ჩიკაგოს აეროპორტიდან - დათოვლილი, გაყინული ნაწილიდან ამერიკის და მინდა გამოვეხმაურო იმ გაუგებარ აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა ჩემი დე-ენ-ემის ტესტის გამოქვეყნებას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც აპროტესტებთ ამას, ჯერ ერთი არაინფორმირებულები ხართ იმიტომ, რომ ამ ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა ადამიანს, დაახლოებით 100 დოლარი ღირს და ამერიკაში აკეთებს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ამას - არა მხოლოდ მსახიობები, სპორტსმენები, არამედ პოლიტიკოსები და აქვეყნებენ... და არავის ეს არ ეთაკილება. ასე რომ, ჯერ გაიკითხეთ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ ხოლმე. ერთი რამე მინდა გითხრათ. ის, რომ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, ეს სულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. ამაყობდე შენი ეთნიკურობით, წარმომავლობით, შენი ფესვებით, ეს არის ყველა ადამიანის კანონიერი უფლება და მე ამით ვამაყობ. ჩემი დამოკიდებულება ყველა სხვა ეთნოსების მიმართ და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ამ ეთნოსებმა ჩემზე და თქვენზე უკეთ იციან იმიტომ, რომ ბოლო არჩევნებზე მიუხედავად საშინელი ტერორისა ჩვენ მთლიანად მოვიგეთ აზერბაიჯანული რაიონები საქართველოში და ძალიან მაგარი შედეგი დავდეთ ახალქალაქში და ნინოწმინდაში - ეთნიკური სომხებით დასახლებულ ადგილებში... მე გავაკეთე უცხოეთის უმცირესობებისთვის პროგრამა, ქართული ენის სწავლების პროგრამა, ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა. რომელს გაგიკეთებიათ, ვინც მე მაკრიტიკებთ, რამე ამ მიმართულებით? თუ გაგიკეთებიათ კარგი, მაგრამ ალბათ, ჩემზე მეტი არ გაქვთ გაკეთებული.
„ამის გარდა, მინდა გითხრათ, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და გასაკითხი. რატომ არ ვაპროტესტებთ მაგალითად იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აუკრძალა ქართველ სამხედროებს ფორმაში გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე - მხოლოდ ნაწილების ტერიტორიაზე - იმიტომ, რომ ეს აღიზიანებსო ტურისტებსო, რუსებსო. და ამაზე ხმას არავინ არ იღებს. რატომ არ ვიღებთ ხმას იმაზე, რომ ახლა რუსული კომპანია მასობრივად ყიდულობს „თიბისი ბანკის“ აქციებს, რათა დაბლოკოს ლაზიკის ანაკლიის პორტი. აი, ამაზე უნდა ამოვიღოთ ყველამ ხმა. უსამართლობაზე, გაჭირვებაზე, კორუფციაზე. რა სააკაშვილის დე-ენ-ემი აგიტყდათ, რით ვერ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით რაა. მართლაც, სამართალიც ხომ კაი საქონელია. ყველაფერში შეიძლება მაკრიტიკო, მაგრამ იმაზე, რომ, ამ თემებზე... საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები. თქვენისთანა ხალხზე დგას დღეს ჯერჯერობით ივანიშვილი იმიტომ, რომ ჯარი მაგას არა ჰყავს, პოლიცია მაგას არა ჰყავს, პოლიტიკოსები მაგათ არ დარჩნენ, ერთადერთი დგას იმაზე, რომ თქვენ აღვივებთ აპათიას და ეუბნებით, რომ ყველა ერთნაირი ნაგავია, რა აზრი აქვს მაინც რამეს. ყველაფერს აქვს აზრი, ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ქართველობით, ჩვენ ვიამაყებთ ქართული სახელმწიფოთი, მრავალეთნიკური საზოგადოებით. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკის პორტს და ჩვენ აუცილებლად დავიძვრენთ თავს ამ გაჭირვებიდან და უბედურებიდან“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.