„ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ფაქტიურად, სეპარატისტული პრეტენზიები წამოაყენა საქართველოს მიმართ, როდესაც ისლამური რევოლუციიის საიუბილეო სხდომაზე განაცხადა, რომ ამიერკავკასია, შესაბამისად საქართველო ეკუთვნოდა ირანს და 205 წლის წინ ეს ტრიტორია დაკარგეს. ამ ფონზე დანაშაულებრივად დუმს საქართველოს ხელისუფლება“, აცხადებს საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და მოითხოვს „გამოძახებული იქნეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცეს საპროტესტო ნოტა. ასევე, დაუყოვნებლივ დაწესდეს სავიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უპრობლემოდ და უკონტროლოდ იკავებენ საქარველოს სხვადასხვა ტერიტორიას, უკვე ბევრი წელია“.
ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ „გავა 20-50 წელი და ეს ჩამოსახლებული ირანელები მოითხოვენ ავტონომიას და მერე დამოუკიდებლობას, რაც მათმა სისხლმა და ხორცმა [ოსებმა] გააკეთეს“.
„სამწუხაროა რომ საქართველოს ანექსირების, ეკონომიკური კოლონიალიზმის და ყოველმხრივ შევიწროების პროცესს თურქებთან და რუსებთან ერთად ირანი შეუერთდა.
„მინდა ვუთხრა ჩემს ძველ მეგობარ ჰასან როუჰანს! ბატონო პრეზიდენტრო! ჩვენ, ქართველებს კარგად გვახსოვს ირანელთა გამანადგურებელი თავდასხმები, არ დაგვიწყებია მარაბდა, მარტყოფი, კრწანისი, ბახტრიონი და აყრილი და ფერეიდანში გადასახლებული ჩვენი თვისტომი. არ დაგვიწყებია აღა-მაჰმად-ხანის ვერაგული შემოჭრა თბილისში, ერეკლე მეფე და სამასი არაგველი, რის შემდეგაც ქართული პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა რუსეთისკენ წასულიყო, რამაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაგვაკრგვინა.
„ირანი ვალშია საქართველოს მიმართ იმ სისხლისთვის, იმ მილიონობით დაღუპული ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებიც მათთან ბრძოლას შეეწირნენ და ამ ყველაფერისთვის ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ბოდიშს მაინც უნდა იხდიდნენ და არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან საქართველო არასოდეს ყოფილა ირანელი ეთნოსის ტერიტორია და განსახლების ადგილი.
„თუ აინტერესებს ბატონ როუჰანს, მივასწავლი სად ცხოვრობენ ირანული ტომები - სკვითები და სარმატები. ეს გახლავთ იმ რუსეთის ტერიტორიის დონის დაბლობები, რომელი რუსეთის პრეზიდენთანაც გუშინ, ბატონ როუჰანს ერდოღანთან ერთად, სოჭში დიდი ხვევნა-კოცნა ჰქონდა.
„შემიძლია ვუთხრა, წარმოშობით ქართველ ერდოღანს, რომ ბათუმი თურქეთი არასოდეს ყოფილა. ბათუმიც, ტაო-კლარჯეთიც, ტრაპიზონიც, ლაზისტანიც, ჭანეთიც, შავშეთიც, ართვინიც უძველესი საქართველოა და ეს არის სივრცე, სადაც დაიწყო უძველესი ქართული ცივილიზაცია და სადაც ათი საუკუნის უკან შემოიჭრნენ შუააზიელი თურქული ტომები.
„შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ბოლო წლებში ირანსა და ცხინვალს შორის დაისახა თანამშრომლობის გარკვეული პარამეტრები, როცა ირანელი ინვესტორები ჩავიდნენ ცხინვალში, ჩაატარეს კონფერენცია ე.წ. „იუჟნაია ოსეტიას“ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვეუბნები ირანს და მთელ მსოფლიოს, რომ არავითაარი „იუჟნაია ოსეტია“ არ არსებობს; არსებობს ირანული ეროვნული ტომი ოსები, რომელიც შევიფარეთ, ვიძმეთ და რომლის ნაწილმაც დაშნა ჩაგვცა.
„გავა 20-50 წელი და ეს ჩამოსახლებული ირანელები მოითხოვენ ავტონომიას და მერე დამოუკიდებლობას, რაც მათმა სისხლმა და ხორცმა გააკეთა.
„იმეგობრეთ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე! არა საქართველოს ტერიტორიის, ჩვენი სისხლის და ჩვენი მომავლის ხარჯზე! საქართველო არასოდეს ყოფილა ირანული სივრცის ნაწილი! ირანი საქართველოში იყო დამპყრობელი, აგრესორი და ამაზე თუ ჩუმად ვართ და ყოველდღე არ ვახსენებთ, იმას არ ნიშნავს, რომ აქეთ პრეტენზიები წამოგვიყენონ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.