მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება - დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.