საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარება, - აღნიშნულ მიმართულებებზე საუბრით დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს სჭირდება საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხარდაჭერა, ევროპული ინტეგრაციისა და ატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერების მიმართულებით, ასევე საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საპარლამენტო თანამშრომლობასა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
ფრანგი დეპუტატები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარეობდა საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან და მიმდინარე პროცესებში საფრანგეთის როლის გათვალისწინებით
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.