„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „პრეზიდენტის სასახლე „დაითრია“ ახლა, არ შეუშვა ახლადარჩეული ე.წ. ვაი-პრეზიდენტი და უკვე ფიქრობს, იქ გახსნას კარფური, გახსნას საკუთარი სურათების პირადი გალერეა თუ რამე საკუთარი ბიზნეს სეგმენტი“.
აღნიშნულის შესახებ მან „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„სამ რეგიონულ გველეშაპზე გაყიდა ივანიშვილმა საქართველო - რუსეთზე, ირანზე და თურქეთზეც გაყიდა და მისცა მათ გარანტია, რომ არც კარტოფილი მოვა და არც ხახვი მოვა საქართველოში, არ გასაღდება, და მათი პროდუქცია შემოვა ნულოვან რეჟიმში იმისათვის, რომ „თურქიშ ეარლაინსის“ აქციები შეეძინა ძალიან ხელსაყრელ ფასად და გამხდარიყო ამ უდიდესი მსოფლიო ავიაკომპანიის აქციონერი. ეს არის უბედურება რაც ჩვენ გვჭირს. ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის. გადახედეთ ნებისმიერ სფეროს. რა ხდება თუნდაც სპორტში. სპორტსმენები გადააქციეს ზონდერებად; მასწავლებლები გადააქციეს არჩევნების გამყალბებლებად. და დღეს ის სპორტსმენები არა მარტო პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს უსწორდებიან ფიზიკურად, არამედ ერთმანეთს დაერივნენ იმიტომ, რომ 63 სპორტული ფედერაცია შექმნეს, მათ შორის ბალახის ჰოკეის, ყინულის ჰოკეის. თქვენ გაგიგიათ ჩვენი გუნდი ამ სფეროში სადმე დადიოდეს და ათეულობით მილიონი დოლარი გაიცემა ბიუჯეტიდან იმ დროს, როცა აგერ აქ, ხალხი გვეხოცება და როდესაც რუსთაველი ბიჭი მივიდა, მიიყვანეს მეზობლებმა, ძმაკაცებმა, ვერ არის კარგად და უმკურნალეთო, არ დაიტოვეს, წინასწარ მოსთხოვეს ფული და ძმისშვილი მოკლა 13 წლის რუსთავში, მთელი ქვეყანა იწვება. ეს არის ივანიშვილის ჯანდაცვა, საყოველთაო. აი, ეს არის ადამიანებზე ზრუნვა და აი, ეს არის ადამიანების გადარჩენა. სიკვდილი მოაქვს ამ კაცს ყოველდღე.
„სამუშაო ადგილები კი არ მცირდება მეგობრებო, სამუშაო ადგილები იწვება. კიდევ დაწვეს ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბაზრობა და თქვენ ნახავთ ძალიან მალე იქ, რამხელა „კარფურის“ ფილიალი აშენდება. ამ ობიექტებს, მიზანმიმართულად წვავენ ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურები იმისათვის, რომ მერე აქ „კარფური“ გაიხსნას და ივანიშვილის კომპანია გაიხსნას. აგერ, პრეზიდენტის სასახლე „დაითრია“ ახლა, არ შეუშვა ახლადარჩეული ე.წ. ვაი-პრეზიდენტი. ახლა უკვე ფიქრობს, იქ გახსნას კარფური, გახსნას საკუთარი სურათების პირადი გალერეა თუ რამე საკუთარი ბიზნეს სეგმენტი და როგორც სახელმწიფოს და ჩვენ გვიყურებს, ისე უყურებს ქონებას, მიწას, შენობებს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.