დიდუბის რაიონში უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო
19-02-2019, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

 

 

ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა და ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა.

 

 

ახალი სკვერები დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

 

„მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და გამწვანებული და კომფორტული სკვერები მოვაწყვეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები რამდენიმე ამხანაგობასთან მიმდინარეობს“, განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა. ტერიტორიაზე ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოწესრიგდა ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით, სკვერების ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლიც.

 

 

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპარკმა“ და „მშენსერვის 55“-მა შეასრულეს.

 

 

წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი