საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ხობის მერიის ცნობით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 158 ათასი ლარია.
სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.