გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
პორტალ "კვირის" ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კონკრეტულად კი ასთმა აწუხებდა და გუდაურში ხშირად ისვენებდა.
ტურისტის გარდაცვალების ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც "კვირას" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.