არ მინდა შევაშინო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ ისინი ყოველდღე უნდა ელოდნენ დაპატიმრებას, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თიბისი ბანკის გარშემო განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქით, მოვლენების ამდაგვარად განვითარება ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. მელია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება სურს და არ გამორიცხავს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმრონ.
„ადამიანი პრაქტიკულად ძებნაში დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს და ობიექტური ვარაუდი არსებობს, რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება მანამ, სანამ ბ-ნი ხაზარაძე ან ბ-ი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესი გახლავთ შემდეგი: გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.