„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგდოებამ უნდა იცოდეს, რატომ ედევება თიბისი ბანკს ხელისუფლება და კონკრეტულად ვინ დგას ამ დავის უკან.
დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამაზე სწორედ თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უნდა ესაუბრებოდეს ღიად საზოგადოებას, თუ მას საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და საზოგადოებირრივი იმუნიტეტის მიღება სურს.
„მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება ის ამ ყველაფრის შეფასებაში - ეს არის მისი გადასაწყვეტი თავიდან ბოლომდე. მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ედავება ხელისუფლება თიბისი ბანკს, რატომ ედავება ხელისუფლება თიბისი ბანკს, რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან. ამიტომ, რაც უფრო გულწრფელი იქნება მამუკა ხაზარაძე, მით უფრო მეტი შანსი ექნება მას საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების", აცხადებს დავით ბაქრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.