ქარელის რაიონში, სოფელი კნოლევის ახლოს ოთხი დღის წინ გატაცებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.
ორი დღის წინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ რამდენიმე მოთხოვნას შორის ვაჟა თოთლაძის გათავისუფლების საკითხი დააყენა.
ვაჟა თოთლაძე სახლში გუშინ საღამოს დაბრუნდა. მისი თქმით, მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.
ოსურმა მხარემ ვაჟა თოთლაძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და ჯარიმის სახით 2 000 რუბლი გადაახდევინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.