საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს - სალომე ზურაბიშვილმა ქართულად, ემანუელ მაკრონმა ფრანგულად
19-02-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელისეს სასახლეში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა მედიის შეკითხვებს ერთობლივ ბრიფინგზე უპასუხეს - სალომე ზურაბიშვილმა ქართულად, ემანუელ მაკრონმა ფრანგულად.

 


მაკრონმა დაგმო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას.

 


„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში. საფრანგეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ. მსგავსი პრაქტიკა რუსეთის მხრიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და ჩვენ არ გავჩუმდებით. ყოველთვის დავგმობთ ამას. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას ევროკავშირის დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას და ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 


სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის ფრანგ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ვრცლად ისაუბრა.

 


„არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, არაღიარების პოლიტიკაზე, რომ საფრანგეთი მზად არის, რომ თავის პარტნიორებთან ძალიან აქტიურად მხარი დაგვიჭიროს ამ კუთხით. ვიცით, სად არსებობს შესაძლო პრობლემები და ამაზედაც ვისაუბრეთ და საერთოდ საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მზადყოფნა, რომ ყველანაირად აქაც იყოს ჩვენს გვერდით, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ძალიან მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიები და რომელზედაც ასევე ვრცლად ვისაუბრეთ“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ ენაზე.

 


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საფრანგეთი მუდმივად იმეორებს, რომ ცნობს მხოლოდ ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

 


„იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს შუამავალი რუსეთთან, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა ამ შუამავლობაზე, რაც არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს არსებობდეს. საფრანგეთი მუდმივად იმეორებს, რომ ცნობს მხოლოდ ჩვენ სუვერენობას, ტარიტორიულ მთლიანობას და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. ასევე არის მზადყოფნა, რომ ყველანაირად გაახსენონ რუსეთს თავისი ვალდებულებები იმ ფორმატში და იმ მომენტში, როცა ამის საშუალება ეძლევათ, ეს მზადყოფნა არსებობს და ეს გამიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  


საფრანგეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციით, ახალი ფურცელი იშლება ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში.

 


ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თქვა, რომ მან რთულ წინასაარჩევნო კამპანიას შესანიშნავად გაართვა თავი.  

 


„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

 


საქართველო მადლიერია იმისათვის, რომ თავისი შვილები მიიღო საფრანგეთმა თქვენი და თქვენი ოჯახის სახით და შემდგომში თქვენ ემსახურებოდით ამ ქვეყანას. საფრანგეთს ყოველთვის იცავდით, პატივს სცემდით.

 


მადლობა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აირჩიეთ ვიზიტისთვის, ეს არის საფრანგეთი, ეს არის პარიზი. ამისთვის მადლიერი ვართ. გვსურს, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ისევე როგორ ვიყავით 2008 წელს. ყოველთვის ვართ დიალოგის, დიპლომატიის მომხრე. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა. ჩვენი მხრივ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 


მან საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

 


„დღესდღეობით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში და ეწერება ხელი დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას, ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი მრავალ საკითხებში.

 


ჩვენ ორივე ვიზიარებთ, რომ პრიორიტეტული არის განათლება და ეს განათლება ურთიერთობები განათლების გზით გამოიხატება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის არსებობით, ასევე ვთვლით, რომ სხვა პროექტებიც იქნება ქართველი ახალგაზრდობის სასარგებლოდ და ამ ყველაფერს ადგილი ექნება აღმოსავლეთ ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კულტურული პროექტები, ამ კუთხით ვითანამშრომლებთ, ეს იქნება ლიტერატურის სფეროში, ხელოვნების სფეროში, რომელზეც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ.

 


რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას და კონტაქტებს, ჩვენ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით გვსურს, მრავალმნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი და განხორციელდეს საქართველოში. ეს იქნება მაგალითად ინფრასტრუქტურული საკითხები, თუ სხვა საკითხები. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, კიბერუსაფრთხოების სფეროში. მთავარია, რომ ეს თანამშრომლობა და კონტაქტები წარმატებით დავიწყეთ, მის განსახორციელებლად დრო დაგვჭირდება, ასევე უნდა ვიმუშაოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ სამხედრო თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში. კიბერუსაფრთხოების კუთხით გეგმებს დავსახავთ“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 


ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.

 

კომენტარები: 2
#2   james eric
      
Do you need Finance? Are you looking for Finance? Are you looking for finance to enlarge your business? We help individuals and companies to obtain finance for business expanding and to setup a new business ranging any amount. Get finance at affordable interest rate of 3%, Do you need this finance for business and to clear your bills? Then send us an email now for more information contact us now via (financialserviceoffer876@gmail.com) whats-App +918929509036 Dr James Eric Finance Pvt Ltd Thanks
20 ნოემბერი 2021 22:46
#1   mkjfhns
      
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიოდ და გასაგებად და გთავაზობთ ყველა სახის საკრედიტო სესხს დაინტერესებულ კლიენტებს, კომპანიებს, ფიზიკურ პირებს და უძრავი ქონების ინვესტორებს, რომლებსაც სჭირდებათ სესხი ჩვენგან. მიმართეთ ახლა 2% სესხის სწრაფ და მარტივ სესხს :: Truckdebt@gmail.com

სუფთა სესხი სასწრაფო სესხის შეთავაზებას ახლა გირჩევთ სესხი 2% სესხი

სწრაფი სესხის შეთავაზება. დარეგისტრირდით უბრალო პირად ან ბიზნეს სესხზე, 2% პროცენტით და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ელ.ფოსტით:
(orlandalyn6484@gmail.com)

იურიდიული სესხის მიღებას ყველასთვის, ვისაც სესხი სჭირდება, სესხის აღებას გირჩევთ
29 დეკემბერი 2019 23:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი