საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ემანუელ მაკრონის მიერ თანამშრომლობის დეკლარაციის „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ ხელმოწერის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ხელმოწერილი დეკლრაცია ძალიან სიმბოლურია და დიმიტრი ამილახვარს ქართულ ემიგრაციაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
„დიმიტრი ამილახვარი ჩვენთან ძალიან ახლოს არის და ჩემთან შეიძლება კიდევ უფრო ახლოს, რადგან ამ გმირის პატივისცემაში გავიზარდე. მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქართულ ემიგრაციაში. ყველას ახსოვს ლექსი, რომელიც ასე მთავრდება, რომ დიმიტრი ამილახვარი ორი ტყვიით მოკვდა, ერთი საქართველოსთვის და ერთი საფრანგეთისთვის, თუ ერთი საფრანგეთისთვის და ერთი საქართველოსთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დიმიტრი ამილახვრის შესახებ განცხადება ემანუელ მაკრონმაც გააკეთა.
„დღესდღეობით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში და ეწერება ხელი დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას, ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი მრავალ საკითხებში“, აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
© ფოტო: ეროვნული არქივი, ეროვნული მუზეუმი
© მუსიკა: ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.