საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ელისეს სასახლეში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თქვა, რომ მან რთულ წინასაარჩევნო კამპანიას შესანიშნავად გაართვა თავი და არ შეუცვლია პოზიციები, არის საქართველოს და ევროპული ღრებულებების ერთგული.
„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.
საქართველო მადლიერია იმისათვის, რომ თავისი შვილები მიიღო საფრანგეთმა თქვენი და თქვენი ოჯახის სახით და შემდგომში თქვენ ემსახურებოდით ამ ქვეყანას. საფრანგეთს ყოველთვის იცავდით, პატივს სცემდით.
მადლობა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აირჩიეთ ვიზიტისთვის, ეს არის საფრანგეთი, ეს არის პარიზი. ამისთვის მადლიერი ვართ. გვსურს, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ისევე როგორ ვიყავით 2008 წელს. ყოველთვის ვართ დიალოგის, დიპლომატიის მომხრე. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა. ჩვენი მხრივ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.