საქართველოში სამდღიან ვიზიტად „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „Capstone“-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართეს.
„Capstone“-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.
ამერიკული დელეგაცია საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.