19 თებერვალს ქ. დუშეთში გაიმართა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“-ს მიერ დაფუძნებული რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონია, რომელშიც პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ირაკლი ხმალაძე, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი.
რეგიონული ცენტრი გაიხსნა ევროკომისიის 2014-2020 წლების თემატური პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები“ ფარგლებში იმპლიმენტირებული პროექტის „არასამთავრობო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ მიხედვით, რომელსაც მცხეთა-მთიანეთში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
რეგიონული ცენტრის დაარსების მიზნების, ამოცანების და პროექტის გზამკვლევის შესახებ ასევე ისაუბრეს: საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტმა აკაკი ფანჩულიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძემ.
პროექტის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით, ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა და სოციალური ჯგუფებს მობილიზაცია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.