თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ვერცხლის ქუჩაზე ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ქუჩაში მდგომ მამაკაცს შვიდჯერ ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი 1969 წელს იყო დაბადებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.