თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. ვიდეოდიალოგი სოციალური ქსელის საშუალებით გაიმართა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დიალოგის დროს, მოსახლეობას ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს.
„ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მოსახლეობასთან ასეთ ფორმატში კომუნიკაციის შესაძებლობა გვქონდა. ჩემთვის ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ვაფასებ თქვენს განწყობას და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ დამიკარგავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოგაწოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან მსგავსი კომუნიკაცია ერთჯერადი პროექტი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება.
„საქალაქო სამსახურის უფროსებთან და გამგებლებთანაც გექნებათ კომუნიკაცია. ისინი იქნებიან ვალდებული, თქვენს შეკითხვებს უპასუხონ. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ დიალოგის ფარგლებში, აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციას მომავალშიც მოგაწვდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს მერის ყველა მოადგილე პასუხობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.