მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაუმჯობესებას თბილისის მერიაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას უკავშირებენ
20-02-2019, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.

 


თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანით - მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის სანქციების ათჯერ გაზრდით უპასუხა.

 


„დასაწყისისათვის ძალიან დიდი სანქციების დაკისრება მოგვიწია სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში დინამიკა ბევრად გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ამას სახელმწიფოს მხრიდან იძულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მშენებლები თვითონ უნდა იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის დროს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 


მისივე თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო.

 


კანონპროექტი პარლამენტში დღე დღეზე დარეგისტრირდება. ეს კანონპროექტი ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს. ქალაქში მტვრის ნაწილაკების გაჩენისა და გავრცელების სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ მშენებლობებია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მშენებლობის ობიექტებზე გამოყენებული იქნება სპეციალური ბადეები, ღიობების შეფუთვის მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარემოში არ გაიფანტოს. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობა აქამდე ამ საკითხებს არ არეგულირებდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 


როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მშენებლობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, განსაკუთრებული როლი ითამაშა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმამ.

 


„შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია და თუ 2017 წელს საზედამხედველო ფუნქციას ემსახურებოდა 140 ადამიანი, ახლა ემსახურება 350-მდე თანამშრომელი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინსპექტირების ფუნქცია გაძლიერდა. ჩვენ ამით ვაიძულეთ მშენებლებს, რომ დაეცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. პირველ ეტაპზე ჯარიმები გაიზარდა და ჯარიმებისგან შემოსული თანხები დიდი იყო. ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. თავდაპირველად ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა მათი ადაპტირება უსაფრთხოების ახალ წესებთან მიმართებაში და ძალიან მიხარია, რომ ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 


მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება ამ მიმართულებით სხვა სიახლეების შესახებაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი