მაია ბითაძე: თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება
20-02-2019, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება.

 

 

გარემოსდამცველი ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა, მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა.

 


მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება.

 

 

„ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა. წელს კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე, წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით. სოკოვანი დაავადების გარდა მათ, დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც, ე. წ. ტამიკუსი, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას. ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პარტნიორები კი არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან თანამშრომლობასაც, ვფიქრობთ, მომავალში უფრო ინტენსიურად განვახორცილებთ და ფიტოსანიტარიის მიმართულებას თბილისში თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი