თაკო ჩარკვიანი: „უკვე ქვეყანას აუპატიურებენ... ეს კაცი, ივანიშვილს ვგულისხმობ, ისე დაგაცილებს ევროპას ინსტიტუციურად, რომ პირდაპირ აღმოჩნდები პირისპირ მირთმეული ლანგარზე რუსეთისთვის“
20-02-2019, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ აქტიური მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისგან ინსტიტუციურად დაცილების პოლიტიკას მიზანმიმართულად ატარებს, რის შედეგადაც არსებობს საფრთხე იმისა, რომ „პირდაპირ აღმოჩნდე პირისპირ მირთმეული ლანგარზე რუსეთისთვის“.

 


როგორც მან „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას თქვა, დღევანდელ ხელისუფლებას „უნდა ყველაფერში შემოვიდეს, შემოყოს ცხვირი რუსეთმა“.

 


„რატომ არ უნდა დავუჯეროთ [ხელისუფლებას]? იმიტომ, რომ უკვე მე-7 წელია ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არაფერი აღარ დაიჯეროს მოსახლეობამ.

 


„მე მგონი, რომ უკვე ქვეყანას აუპატიურებენ და ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ ვუყურებთ პრაქტიკულად, რომ ქვეყნის გადაბარება მიდის, ოღონდ ვერ ბედავენ ამის ასე დეკლარირებას იმიტომ, რომ იციან ხალხის განწყობა პროცენტუალდ და ეს პროცენტი ხშირად იდება ხოლმე და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლო დროს იმატა დასავლეთის ვექტორმა და ძალიან კარგია ეს. ერთი პერიოდი რაღაცნაირად შემცბარი იყო ხალხი. დიახ, უნდათ, ყველაფერში შემოვიდეს, შემოყოს ცხვირი რუსეთმა. ანუ იცით, რა ხდება? ეს კაცი, ამ შემთხვევაში ივანიშვილს ვგულისხმობ, ისე დაგაცილებს ევროპას ინსტიტუციურად, რომ პირდაპირ აღმოჩნდები პირისპირ მირთმეული ლანგარზე რუსეთისთვის. აი, ეს პოლიტიკა მიდის“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი